Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

მარშალ პრესი 23/12/2023
ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ, ასევე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კახა კახიშვილმა და ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა გადასცეს.

კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

„როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარს, თითოეულ მოსახლესთან მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ისანში მცხოვრები 66 ოჯახისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა. მაქსიმალურად ვეცდებით, რათა ანალოგიური პრობლემის წინაშე მყოფ ხალხს სამართლებრივი გზების დაცვით და მხარდაჭერით დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში ჯამურად 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული და ეს სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია.

Post navigation

Previous: ეს ჩვენი მხარდამჭერები ნუ ამოხტებით ამ ფაშისტ “ალტ ინფოელების” დასაცავად, არაა ეგ არც პატრიოტული ძალა და სამშობლოც სულ იმ დროშის ტარზე ჰკიდიათ – ნინო ჯღარკავა
Next: გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის პარტიის დელეგატთა რიგებში გამოჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.