ჩვენზე ხომ ამბობდა „ნაცმოძრაობა“, რომ ფული ავიღეთ და ამიტომ შევედით? თვითონაც ფული აიღეს? – ალეკო ელისაშვილი

282
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ჩვენზე ხომ ამბობდა „ნაცმოძრაობა“, რომ ფული ავიღეთ და ამიტომ შევედით? თვითონაც ფული აიღეს? ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყანა არ უყვარს და ქვა ქვაზე ნუ დარჩება, ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ გვლანძღავდა, მთელი ოპოზიცია გვლანძღავდა, „გირჩის“ გარდა. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ახლა შემოსვლას აპირებენ, მაგრამ პატარა ლაწირაკები, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები მამისტოლა კაცს რომ ბათუმში გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი ჩამოამხეს მხოლოდ იმიტომ, რომ აჭარის უზენაეს საბჭოში შევიდა. დაგვანებონ თავი მე და ლევან იოსელიანს, მაგრამ იმ კაცს მაინც მოუხადონ ბოდიში. საბოლოო ჯამში ხო იმის გაკეთება მოუწიათ, რის გამოც ჩვენ რა აღარ დაგვაბრალეს. ჩვენზე ხომ ამბობდნენ, რომ ფული ავიღეთ და ამიტომ შევედით? თვითონაც ფული აიღეს? ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყანა არ უყვარს და ქვა ქვაზე ნუ დარჩება, ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. პრობლემა არის ის, რომ არც პოლიტიკური ალღო და პრაგმატიზმი აღმოაჩნდათ. მათი მეგობარი არის ბატონი ანდრიუს კუბილიუსი. ეს გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსიც კი დასცინის და ამბობს, რომ რა საჭირო იყო მაშინ ბოიკოტი. პრობლემა ისაა, რომ სანამ 7 თვე ერთმანეთს ვლანძღავდით, პარლამენტში უნდა გველაპარაკა კორონავირუსზე, გვეკამათა მმართველ პარტიასთან. იყო ორი მთავარი ამრევი – ბოკერიას პარტია და „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავიდან მერყეობდა, ღირდა თუ არა ბოიკოტის გაგრძელება. თუმცა შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ იფიქრა, რომ რადგან ოპოზიცია გაერთიანებულია და ჩვენში ყველაზე ძლიერები თვითონ არიან, იქნებ რევოლუციაც მოვახდინოთო და იქ გაიყო ჩვენი გზები. ღმერთმა ისეთი არ დამართოს არავის, რაც ბოკერიას პარტიას და „ნაცმოძრაობას“ დაემართათ. ერთს საერთოდ პარტია დაეშალა, მეორენი კიდევ თავჩაქინდრულები შემოდიან პარლამენტში. რასაც გვესროდნენ ჩვენ, ბუმერანგივით დაუტრიალდათ და მოხვდათ თავში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება