“თუკი ვინმე აღიარებდა და აღიარებს “ოცნებიდან” წამოსულთაგან მიშას, როგორც რეგიონალურ ლიდერს, თუკი ვინმე დაუღალავად ამხნევებს მიშას, თუკი ვინმე არ დაღლილა მტკიცებით, რომ მიშას როლი უმნიშვნელოვანესია მომავლის საქართველოში, ეს არის გუბაზ სანიკიძე და რამდენი ძველი ვიდეოც არ უნდა ამოყაროთ, ვერაფერს დააკლებთ ამით, ვერც გუბაზს და ვერც ნაციონალურ მოძრაობას.”– წერს სოციალურ ქსელში მეგი გოცირიძე.
ვერც გუბაზის უმაგრეს ოჯახს შეედრება ბევრი პოლიტიკოსი და არც ამნეზია გვჭირს ენმ-ელებს, ყველაფერი გვახსოვს წარსულში რაც იყო და მიშას დატყვევებიდან დღემდე, რაც არის. ვის სადარაჯოზე იდგა გუბაზი და სად იდგნენ დანარჩენები, მიხედეთ ყველამ საკუთარ პლატფორმებს, ნუ ისვრით ტყვიებს, რომლითაც მხოლოდ საკუთარ ფეხებს იჭრით და იზიანებთ, თქვენი აზრი საერთოდ არაა საინტერესო ჩვენთან მიმართებით, ჩვენთვის საინტერესო და მთავარია სრულიად ოპოსპექტრის გაძლიერება, ყველა ოპოზიციური ხმის საერთო ყულაბაში აკუმულირება ოლიგარქის დასამარცხებლად და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად…
ასე რომ სულ ტყუილად ირჯებით არქივებში ძრომიალითა და ქექვით, ვისაც მიშას პარტიის დასუსტება გნებავთ , რითაც ავტომატურად ხიხოს პარტია უნდა გაძლიერდეს, ნუ დაივიწყებთ, რომ ამით თქვენ არაფერი მოგემატებათ, საკმარისად არის ნაჯანჯღარები შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით და აწ უკვე ვეღარაფრით დაგვასუსტებთ, საკუთარ დაჯგუფებებს კი მხოლოდ ზიანს მიაყენებთ , როგორც პიროვნულს, ასევე პოლიტიკურს, რადგან არაფერში ჯდება…
ჰოდა, სექტანტების აზრი რომ არ მაინტერესებს ისე, ქოცების რისხვა – გუბაზ სანიკიძეს გაუმარჯოს მისი მაგარი მშობლებითა და საამაყო ცოლ-შვილით”- წერს მეგი გოცირიძე.
