Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს – დავით მათიკაშვილი

მარშალ პრესი 23/12/2023
დავით მათიკაშვილი

ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი „სუპერ პაკის“ შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, პარტია – დაშლილი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თითქოს, ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი.

რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ განშტოებების გამოყოფა, ის მაინც ამ პარტიას ერთიან სისტემაში დარჩება და ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

Post navigation

Previous: ერთი შემთხვევა თუ შეიძლება გახდეს ცეცხლის დანთების ტოლფასი, ბუნებრივია, სიფრთხილე გვმართებს – სოზარ სუბარი
Next: გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.