Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახლში თუ გინდა დროშა დაწვი და ტარი გადაუღუნე, მაგრამ როცა ასე იქცევი, ფეხებზე გკიდია შენი სახელმწიფოც, ხალხიც და ქვეყანაც – ოთარ სტეფანიშვილი

მარშალ პრესი 23/12/2023
ოთარ სტეფანიშვილი2

ხალხი ღელავს – დროშა დაწვა და 6 წელს უსჯიანო. ჩემი აზრია, რომ დროშის, მანქანის, ნებისმიერი, საკუთარი ნივთის დაწვა საერთოდ არაა პრობლემა, ოღონდ ესნივთი პირადად შენი საკუთრება უნდა იყოს”– წერს სოციალურ ქსელში საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი”-ს დამფუძნებელი  ოთარ სტეფანიშვილი და ეხმიანება “ალტ’-ინფო-ს წევრების დაკავებას მას შემდეგ, რაც მათ სახელმწიფო უწყებიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

“შეხედულებების გამო მიხვიდე და სახელმწიფოს საკუთრება ფეხებზე დაიკიდო (რა ნივთიც არ უნდა იყოს) გაანადგურო, ვიდეო გადაიღო და იბლატავო – ნიშნავს ერთ რამეს, რომ სულ სი…ზე გკიდია სახელმწიფო, მისი მოქალაქეების არჩევანი და როცა ხოში გექნება, როგორც გინდა ისე მოიქცევი.

შეიძლება პოლიციელი არ მოგეწონოს ლაზარესავით, ჩათვალო, რომ აი – ლგბტ პროპაგანდას იცავს (მართლა იცავენ კანონით სექსუალური იმცირესობების წარმომადგენლებს) ამიტომ უნდა მიხვიდე და პოლიციელს ცეცხლი წაუკიდო?

ეჭვი მაქვს, მაგ მარიაჟ რეგვენს, გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ კანონმა უნდა იკანონოს და ვის როგორი ხოში აქვს, ეს არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, სხვანაირად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

პირადად მე, არ მომწონს, სააკაშვილის მიერ დადგმული ველოსიპედის გაუგებარი სკულპტურა, მაგრამ რა უფლება მაქვს მივიდე და გავანადგურო?

როგორც სექსუალურ უმცირესობებზე ამბობთ: სახლში რაც უნდათ ის აკეთონო, ასევეა თქვენზეც! სახლში – გინდა საკუთრებაში არსებული ევროკავშირის დროშა დაწვი, გინდა ტარი გადაუღუნე, მაგრამ როცა დემონსტრაციულად, ჩართული კამერით მიდიხარ და სახელმწიფოს ერთ-ერთი შენობიდან ტრიპაჩულად დროშას ხსნი და წვავ, ეს ნიშნავს, რომ ფეხებზე გკიდია სახელმწიფოც, მისი ხალხიც და კანონებიც! ეს არის ჩემი პოზიცია”– წერს ოთარ სტეფანიშვილი.

Post navigation

Previous: იმის თქმა რატომ დაგავიწყდათ, ბრიფინგის დღეს ზაზა გოროზია 200 000 ლარით რომ ჩავიდა, პარტიიდან არ გახვიდეთო – ელისო კილაძე
Next: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.