Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან ისევე, როგორც უკრაინა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 04/05/2022
ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს [რუსეთთან] ისევე როგორც უკრაინა. უკრაინის გავლით ევროკავშირში გაზის 80% შედის და არა მარტო შედის, უკან უბრუნდება უკრაინას რეიმპორტის სახით რუსული გაზი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს, რადგან სანქციებს არ უერთდება.

„უკრაინას კვლავ აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან გაზს საკითხში. ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. ასეთ ვითარებაში უფრო გასაგებია თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. სადაც უკრაინა ინარჩუნებს ამ ურთიერთობებს, იქ ლოგიკურია, რომ ჩვენც ჩვენი პოზიციები გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია ნათელია. ბუნებრივია, ამ ურთიერთობების ვერავითარ განსაკუთრებულ გაფართოებაზე ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვუერთდებით სანქციებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს და ამის შესახებ თბილისის პარტნიორებმა იციან.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
Next: რეალობა ასეთია – არავინ არის სრულფასოვანი, განსაკუთრებით პოდოლიაკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.