IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

ისინი არსებული პაციენტების კონტაქტებს წარმოადგენენ.

„საქართველოში იყო 917 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 919. გამოჯანმრთელებულების ციფრი გაიზარდა ოთხით და ამჟამად არის 780. ორი ახალი შემთხვევა ცნობილი წყაროებია, არსებულ დაავადებულებთან კონტაქტები არიან. მთავარია, წყარო ცნობილია, როცა წყარო ცნობილია, ის იმართება“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას გუშინ ახალი შემთხვევა არ დამატებია.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

„აქედან შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომაროებაც არ არის მძიმე, საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. კლინიკაში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ “,– დასძინა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება