Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მომავალი წლისთვის დაიწყოს 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ ხალხს მოვუწოდებთ, ფხიზლად იყვნენ

მარშალ პრესი 21/12/2023
სეფაშვილი ეკა

„ხალხის ძალის“ მანდატი და მისია არის ის, რომ ჩვენ ხალხისათვის მიგვეწოდებინა სიმართლე, ის ინფორმაცია, რომელიც ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს, მაგრამ ასე თუ ისე შეუმჩნეველია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ ახალ წერილში, ისინი საუბრობენ იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც მომავალ წელს, არჩევნების წინ შეიძლება წარმოიშვას.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ახალი წერილი, სადაც ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტატუსის მიღება გამოიწვია, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით შეიარაღებული ხალხის რეაქციამ ყველა იმ უმსგავსობაზე, რასაც ოპოზიცია გეგმავდა, რა თქმა უნდა, გარე ძალების ე.წ. გლობალური ომის პარტიის დახმარებით. „ხალხის ძალის“ მანდატი და მისია არის ის, რომ ჩვენ ხალხისათვის მიგვეწოდებინა სიმართლე, ის ინფორმაცია, რომელიც ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს, მაგრამ ასე თუ ისე შეუმჩნეველია. ჩვენი ამოცანაა, ზედაპირზე არსებული ინფორმაციის მოგროვება, გაანალიზება და ხალხისთვის მიწოდება. ხალხი, როდესაც სიმართლითაა შეიარაღებული და ზუსტად იცის, ამა თუ იმ ქმედების უკან რა დგას, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებს იღებს.

 

ჩვენ წერილში ვსაუბრობთ იმ საფრთხეებზე, რაც მომავალში შეიძლება ისევ წარმოიშვას. ქვეყანა უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების რეჟიმშია. დიდი ხანია ოპოზიციის მხრიდან შეინიშნება მესიჯები (რასაც ისინი გააძლიერებენ არჩევნების მოახლოებასთან ერთად), რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, ადგილი ჰქონდა დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამას, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიაბამენ მოლაპარაკებების გახსნას. ახლაც, როდესაც სტატუსი მოგვანიჭეს და უკრაინას და მოლდოვას გაუხსნეს მოლაპარაკებები, ხალხს დიდი რეაქცია არ ჰქონდა ამაზე, იმდენად გაუხარდათ სტატუსის მიღება.

მომავალ წელსაც, ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ, რომ ფხიზლად იყვნენ და საქმიანობას გავაგრძელებთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მაღალი ალბათობით, არჩევნების პერიოდში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე
Next: ხალხის ძალა“ ყოველთვის ჩასაფრებულები ვიქნებით, რომ ევროკავშირმა ისეთ დათმობებზე წასვლა არ აიძულოს ჩვენს ხელისუფლებას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.