Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილი რომ  გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია – კახა კალაძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 21/12/2023
კახა კალაძე

„როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც „პოლიტიკური აქტიურობისა და ერთიანობის კომიტეტის“ შექმნას გულისხმობს.

„ვერ გეტყვით, გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მთელი ძალისხმევა და ყურადღება ამისკენ გვაქვს მიმართული, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, კონკრეტული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, ღირსეული პასუხი გაეცეს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ჩამოშლილია. 

„გამიჭირდება შეფასება გავაკეთო და გავარჩიო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებები, თუ ვის რა ინტერესი აქვს, ვინ რისთვის იბრძვის. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილი და დაშლილია. ხაბეიშვილი რომ  გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს მათი პარტიული გასარჩევია“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

Post navigation

Previous: რას გულისხმობს გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმუბული შეთანხმება? – შსს განმარტებას აკეთებს
Next: მაღალი ალბათობით, არჩევნების პერიოდში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.