Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები – რამაზ საყვარელიძე

მარშალ პრესი 21/12/2023
რამაზ საყვარელიძე

ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხდა.

მან გაიხსენა, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თბილისში ჩინეთის მატარებელი შემოვიდა, რის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. წელს კი, პრემიერი ჩინეთში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ხელი მოაწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

„ეს მოულოდნელი თემები დადო ღარიბაშვილმა ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთის მიმართულება თითქოს არაფერ შუაშია ევროკავშირთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ – და იწყება ბევრი პირობის ჩამონათვალი. ტრანზიტის დახურული რუსული ხაზი გადმოვიდა კავკასიაზე. ეს ტრანზიტი შემოდის ევროპაში. ევროპას აუცილებლად სჭირდება მონაწილეობა სატრანზიტო ხაზში და თბილისი, რა თქმა უნდა [მონაწილეობს ამაში]“, – განაცხადა საყვარელიძემ.

Post navigation

Previous: კავკასიის ევროპეიზაცია ხდება და ხდება ჩვენი მედროშეობით – გუბაზ სანიკიძე – ბორჩალოელი
Next: დღეს რუსთავის საკრებულო, რომელსაც გახარიას და ნაციონალების კოალიცია მართავს, კიდევ ერთხელ აპირებს 2024 წლის ბიუჯეტის ჩაგდებას – ეს ნიშნავს კატასტროფას ამ ქალაქისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.