Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზამთრის კურორტებზე სეზონი საზეიმოდ გახსნა

მარშალ პრესი 20/12/2023
ლევან დავითაშვილი1

ზამთრის კურორტებზე სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება გუდაურში ჩატარდა, სადაც დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი და სამი ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ზამთრის ახალი სათხილამურო საკურორტო სეზონის გახსნა. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ ამ სეზონის გახსნას ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით გუდაურში. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს მთელ გუნდს. მთის ტრასების სააგენტოს. ყველას, ვინც დაუზოგავად შრომობდა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ზამთრის საკურორტო სეზონი გვქონდეს საქართველოში არა მხოლოდ გუდაურში, არამედ ყველა სხვა კურორტზეც. სრული მომზადებით ვხვდებით ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ომის პირობებში მოვიგეთ მშვიდობა და ამ მშვიდობის მცველი იყო „ხალხის ძალა“ და სახელისუფლო გუნდი
Next: მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილური მავნე პროგრამების შეტევების რიცხვი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.