Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ისეთი რეკომენდაციები, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა

მარშალ პრესი 20/12/2023
რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები არის მიღებული, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა.

„მივიღეთ ისეთი რეკომენდაციები, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა. არის პოლიტიკური კონტექსტები, თანაც ისეთი შინაარსის, რომელიც უკვე წარსულია და დღეს მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესს, განვითარებას და ხვალინდელი დღისკენ ხედვას. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ გვექნება საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ მსგავსი მიდგომები საერთო ინტერესებს აზარალებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი, –
Next: ინოვაციური, ელექტრონული კარის საკეტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.