Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა საქართველოში სტაბილური მდგომარეობა

მარშალ პრესი 19/12/2023
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით საქართველო მიყვება იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული აქვს. პაპუაშვილის თქმით, ამ პოლიტიკამ მოიტანა საქართველოში სტაბილური მდგომარეობა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, „რატომ არ შეუერთდა საქართველო „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას“.

„ზოგადად იცით, რა არის საქართველოს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. სხვათაშორის, სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანას ეხება და მათ შორის საქართველო მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, აქ გაცხადებული პოლიტიკა აქვს საქართველოს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან პარტნიორები.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
Next: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია – 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა, 2012 წელს მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.