“მთავარი დამრტყმელი ძალა” დიდი გამარჯვებისთვის ემზადება.
ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძესთან ერთადნაც.მოძრაობის ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, გვექნება ასევე ყველა რეგიონში. დღეს ვხვდებით ქვემო ქართლის „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებს. ხვალ გვექნება იმერეთში შეხვედრა, უახლოეს დღეებში, 28 დეკემბრამდე ჩვენ მთელ საქართველოს შემოვივლით.
ცხადია, შემაჯამებელ შეხვედრებზე მინდა პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თითოეულ ლიდერს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, რასაც საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ხალხისთვის აკეთებენ, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა საკრებულოებში, ადგილებზე, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“ – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
