Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

მარშალ პრესი 18/12/2023
411473918_3470351019848886_4200369698699486548_n

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL)ფარგლებში დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრულ რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანზიაცია ახორციელებს , ხოლო მუზეუმის რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს თვითმმართველობასთან ერთად განხორციელდება.

შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კახეთის რეგიონში პროექტის წარმომადგენელთან, ზურაბ წიგნაძესთან ერთად მოაწერა.

პროექტი მიზნად ისახავს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის გზით, შექმნას ხელსაყრელი გარემო ვიზიტორთა ნაკადების მოსაზიდად, გამოფენების, შემოქმედებითი საღამოების მოსაწყობად, სამეცნიერო კონფერენციების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო წრეების , შემოქმედი ადამიანების, სტუდენტი ახალგაზრდობის მოზიდვას და ინტეგრირებულ ადგილობრივ განვითარებას, ასევე ბიზნესის სფეროში მოქმედი ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების ბმას კულტურულ და შემოქმედებით ტურიზმთან , რეგიონის პოპულარიზაციას, მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მუნიციპალიტეტის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ჭრილში.

Post navigation

Previous: 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები
Next: ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.