Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს, უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა

მარშალ პრესი 18/12/2023
ირაკლი ღარიბაშვილი2

რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები  შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 130-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მისივე თქმით, საქართველოში IT კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს.

„რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები  შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა.

130-ჯერ არის გაზრდილი ზოგადად ეს ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ აქ IT კომპანიებში დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს.

ძალიან ბევრი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ, 250-ამდე ინოვაციური სტარტაპი არის დაფინანსებული ბოლო 11 წელიწადში. იზრდება საგრანტო პროგრამების საერთო მოცულობა. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ სტარტაპებმა მოიზიდეს320 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-ამდე ახალი სამუშაო ადგილი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში
Next: 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.