Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ვახტანგ გომელაური სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 04/05/2022
05

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან
შეხვედრა გამართა.

ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი
გააცნო.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ყურადღება უკრაინაშიმიმდინარე პროცესების განხილვას დაეთმო.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე, რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – გივი თუმანიშვილი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე – გიორგი ღიბრაძე, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი- არშაქ მუსახანიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი – რუბენ სადოიანი.

Post navigation

Previous: სრული აბსურდია, რომ საქართველოს ვიღაც იყენებს ტრანზიტულად სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად – მაია ბითაძე
Next: არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები – მაია ბითაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.