Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2025 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული

მარშალ პრესი 18/12/2023
ზურაბ აზარაშვილი

„თუ 10 წლის წინ, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული, მხოლოდ 18 000 დევნილი ოჯახი იყო, 2025 წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში, 60 000 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. 

ზურაბ აზარაშვილმა იმ მასშტაბურ მშენებლობებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემა. 

„მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო წელს, ქუთაისსა და თბილისში, რამდენიმე ასეული ბინის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Post navigation

Previous: გრილიაჟს ეროვნება არ აქვს – რუსეთთან მებრძოლი ნინია კაკაბაძე რუსულ გრილიაჟზე უარს ვერ ამბობს
Next: ოპოზიციას სტატუსის მონიჭებამ „ქართული მაიდანის“ ორგანიზების საფუძველი გამოაცალა, ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.