Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სახელმწიფომ 2 წლის ლაზარეს, რომელსაც ძაღლმა უკბინა, ოპერაცია სრულად დაუფინანსა

მარშალ პრესი 17/12/2023
ავთანდილ თალაკვაძე

სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს

“სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!

კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!

წმინდა ბარბარე გვფარავდეს!”- წერს ოზურგეთის მერი.

Post navigation

Previous: შეხედეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს, საინტერესო შოუებს აწყობენ
Next: ყველა ვხედავდით, როგორ მოქმედებდა ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.