Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის – ბაჩო ოდიშარია

მარშალ პრესი 16/12/2023
ბაჩო ოდიშარია

კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, უტა ბერიას ფილმის ჩვენების თაობაზე.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, ფილმის ჩვენება შეთანხმებული იყო პროდიუსერთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ფილმი პროგრამაში ჩაჯდა ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი და მოითხოვა მისი ამოღება, რითაც დადასტურდა, რომ ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე თავად არიან ცენზორები.

„კინოცენტრში მისვლისთანავე, ჩემი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო რომ თანამედროვე ქართული ფილმების უფასო რეტროსპექტივა მოგვეწყო, რადგან ახალი ფილმები ქართველი მაყურებლისთვის უცნობი და ხელმიუწვდენელი იყო ამდენხანს და მსგავსი რეტროსპექტივაც არასოდეს გაკეთებულა. ამის ფარგლებში, ყველა მოაზრებული ფილმის რეჟისორს გავუგზავნეთ ნებართვის კეთილი ნების წერილი (კეთილი ნების იმიტომ, რომ კინოცენტრი ნებართვას პროდიუსერისგან იღებს მისი დაფინანსებული ფილმის ჩვენებაზე, რაც ძალზედ არასწორია – კინოცენტრს მისი დაფინანსებული ფილმის არაკომერციულ ჩვენებაზე ნებართვა ჭირდებოდეს – და აუცილებელია ამ წესის ცვლილება). ერთ-ერთმა ბოიკოტში მყოფმა რეჟისორმა, უტა ბერიამ, მას შემდეგ რაც არ უპასუხა ორჯერ მიწერილ მეილს, შემდგომ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარისას განაცხადა, რომ ჩვენებაზე თანხმობას პროდიუსერი იძლევა და მისგან აიღეთ ნებართვაო. პროდიუსერმა ჩვენებაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც ფილმი ჩაჯდა პროგრამაში. პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ, ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი, რატომ არის შენი ფილმი პროგრამაშიო, რის მერეც, დაგვდო პატივი და მოგვწერა, რომ არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე. მას განემარტა, რომ სატელეფონო საუბარში თავადვე განგვიცხადა, მსგავს გადაწყვეტილებას ფილმის ჩვენების ნებართვაზე იღებდა პროდიუსერი, ხოლო პროდიუსერისგან ჩვენ გვქონდა თანხმობა.

ამის შემდეგ ის დაუკავშირდა პროდიუსერს და მოსთხოვა რომ მას მოეწერა ფილმის ამოღების შესახებ წერილი. პროდიუსერმა მოიწერა, რომ რეჟისორმა მას სთხოვა, ფილმის ამოღება, მაგრამ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რაც ერთადერთია, ამ მომენტში არსებული კინოცენტრის შიდაგანაწესის მიხედვით, რაც წყვეტს ფილმის გაშვების საკითხს. მოკლედ, დღეს იყო ბერიას ფილმის ჩვენება, რადგან როგორც უკვე ითქვა, კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის. დღეს ბერია მივარდა კინოს სახლში, ვანდალურად გაათიშინა ერთი საათის დაწყებული ჩვენება და მაყურებელს განუცხადა, რომ ის არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე და კინოცენტრმა ისე გაუშვა ფილმი.

ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი არაერთგზის ნათქვამი, რომ ეს ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავად არიან ცენზორები, რადგან კინოს ცენზურის მსგავსი ფაქტი, მას შემდეგ, რაც „ცხელი ძაღლი” დააცენზურეს ნაცებმა, ქართულ კინემატოგრაფში არ გვქონია – შუა სეანსიდან ფილმი გაეთიშოთ. ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რა პრიორიტეტები აქვთ ბოიკოტის ავანგარდში მყოფებს და რა ტიპის ურთიერთობა და მიმართება ჰქონდათ მათ კინოცენტრთან. მაგრამ მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“- წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ასე იზეიმეს კანდიდატის სტატუსი “თბილისი პრაიდში” (ვიდეო)
Next: ტუში – სცენაზეა გიორგი ვაშაძე და ფანკლუბი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.