IMG.GE IMG.GE

პირები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა, – ამის შესახებ ნათქვამია  თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის შემდგომ, იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, არა უგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება