Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი – სოზარ სუბარი

მარშალ პრესი 14/12/2023
სოზარ სუბარი

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. სუბარის თქმით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი.

“გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო. ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, რასაც ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ,” – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დიდი სიამაყითა და სიხარულით, გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე
Next: ბრიუსელიდან გზავნილით, მეხუთე კოლონის პანაშვიდი დაინიშნა – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.