კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, გიორგი სავანელი მაინც უკმაყოფილოა და ეჭვებშია. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” ამის შემდეგ აღარაფერს გააკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და რეალურად, კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა არა იმიტომ, რომ ეს “ქართული ოცნების” დამსახურებაა, არამედ იმიტომ, რომ ამით, ევროპამ რუსეთს უთხრა, რომ ეს ტერიტორია (საქართველო) მას არ ეკუთვნის.
სავანელისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან ევროკავშირი და ირაკლი ღარიბაშვილი. ის ასევე მარაზმატიკულს უწოდებს 15 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს.
