Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უარი არ განმიცხადებია სააკაშვილის შეწყალებაზე – სალომე ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 14/12/2023
სალომე ზურაბიშვილი

“უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ”–  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთში ვიზიტისას, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის საპასუხოდ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

თქვენ უარი განაცხადეთ მის შეწყალებაზე.

“უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ ეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი შეასრულა  და ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა მან წარმოთქვა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ თავისი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, ტენდენცია აქვთ რომ იქცნენ ცოტა ავტოკრატებად.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ

Post navigation

Previous: დღეიდან, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება
Next: როგორც ჩანს, დემენცია სააკაშვილს კი არა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონია, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველამ გაიგო, სააკაშვილის შეწყალებაზე მან რომ თქვა – „არა და არასოდეს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.