როგორ მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება დამსაქმებელზე გასაუბრებამდე

68
წაკითხვა/ნახვა
mpn

 

პანდემიამ დღევანდელი რეალობა განსხვავებულ ტონალობაში მოგვავლინა. გაიზარდა
უმუშევართა რიცხვი, რამაც გამოიწვია მოთხოვნის მატება ვაკანტურ ადგილზე.ამის
ფონზე კომპანიებმაც შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება კადრის აყვანის მიმართ,
რადგან კადრთა ბაზარი გახდა უფრო მრავალფეროვანი.
ერთი შეხედვით მარტივი საქმე, რომელიც ჩაღრმავების შემდეგ ნიუანსებით
იტვირთება.ალბათ პირველი ნაბიჯი არის რეზიუმეს ფორმატი – ხშირ შემთხვევაში
ვაკანსიის შევსებისას ელემენტარულ რეზიუმეს ენას არ ვაკვირდებით და ვაგზავნით
ქართულად, როცა მოთხოვნაა ინგლისურად.ახალი სამსახურის მისაღებად უმთავრესი
პირველი შთაბეჭდილების მოხდენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარიის
გამოცდილება არ გაქვთ და პირველ სამსახურს ეძებთ. სიტყვა დეტალს კვლავ
ხაზგასმით ვახსენებ, არ აქვს მნიშვნელობა არასწრორი ფერი გექნებათ ან თუნდაც
შეუსაბამო ფონთი, პირველი შეხედულება არის უმთავრესი. HR მენეჯერი შეეცდება
უმოკლეს დროში შეისწავლოს თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, რის საფუძველზეც
შეადგენს შორთ ლისთს. ამ სიაში მოსახვედრად გეხმარებად საუკეთესოდ შედგენილი
თვითდახასიათება.წარმოიდგინეთ ვაკანსიის გამოცახდების შემდეგ რამდენი ადამიანი
აგზავნის საკუთარ რეზიუმეს, ვისთანაც თქვენ კონკურენციაში გიწევთ შესვლა.
სტატიაში მოგიყვებით თუ როგორი არ უნდა იყოს თქვენი რეზიუმე და რას უნდა
მიაქციოთ ყურადღება, რათა შეძლოთ სასურველ სამსახურში დასაქმება.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ გასაუბრებამდე აუცილებელია კარგი
რეზიუმე გქონდეთ და კარგში არ ვგულისხმობ მხოლოდ თქვენი გამოცდილებისა და
სხვა ინფორმაციის სრულად თავმოყრას. CV ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც
გამსაუბრებელთან წარგადგენთ, ამიტომ შეეცადეთ მარტივად წაკითხვადი და
დასამახსოვრებელი იყოს. შეიტანეთ ერთნაირი ტონალობის ფერები, თუმცა ძალიან ნუ
გადააჭრელებთ. რაც შეეხება მოცულობას, მაქსიმუმ 2 გვერდიანი საკმარისია, ეს
დამოკიდებულია თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და გავლილ ტრენინგებზე. შეეცადეთ
ისეთი არასაჭირო ინფორმაცია, როგორიცაა სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ასაკი და
ზოდიაქოს ნიშანი უბრალოდ არ ჩასვათ. ინფორმაცია უნდა მოდიოდეს თანხვედრაში
ვაკანსიაში გაწერილ მოთხოვნებს და უნდა იყოს მოკლე. გაწერეთ მხოლოდ საჭირო
ინფორმაცია კონკრეტული თარიღებით.
გასაუბრებაზე წარდგენა გაცილებით მარტივია, როდესაც გამსაუბრებელს თქვენი
ინფორმაცია თანმიმდევრულად აქვს მიწოდებული.როგორც გასაუბრებაზე, ასევე
რეზიუმეში ტექსტურად, შესაბამისად შეეცადეთ მაქსიმალურად მარტივი და
ორგანიზებული რეზიუმე შექმნათ, სადაც ინფორმაცია იქნება რელევანტური.სამუშაო
გამოცდილების ჩასმისას მიუთითეთ მხოლოდ პოზიცია, ორგანიზაცია და სამუშაო
პერიოდი, არ ჩაშალოთ დამატებით სამუშაო აღწერილობა და ფუნქციები, თუ
განსაკუთრებით სპეციფიკური არ არის.

როგორც წესი, რეზიუმეში არ არის სავალდებული ფოტოსურათის ჩასმა, თუ ვაკანსიის
აღწერაში არ ითხოვენ, თუმცა ყოველთვისას საურველი მაინც გქონდეთ ჩასმული,
რადგან ეს დამატებით დადებითად განაწყობს მკითხველს. ფოტოსურათი უნდა იყოს
ნეიტრალური და ბუნებრივი, სპეციაულურად ნუ გამოეწყობით სურათის გადასაღებად,
თუმცა ნურც წვეულებაზე გადაღებულ სურათს ჩასვავთ. ასევე, ყველაზე მთავარია
ფოტოსურათზე მხოლოდ თქვენ იყოთ გამოსახული.
გასაუბრებაზე უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას, თუმცა აქაც
რამდენიმე რინციპული დეტალია რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. იმისათვის,
რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ აუცილებელია ამომწურავი, ზუსტი და ლაკონური
ინფორმაცია გადასცეთ, შეეცადეთ არც ძალიან სერიოზული იყოთ და არც ძალიან
არასერიოზული, მეგობრული ტონი შეინარჩუნეთ. ყოველთვის მარტივია დასაქმება,
როდესაც პირველივე შეხვედრაზე უმეგობრდებით კომპანიის წარმომადგენლებს. ასევე,
გასაუბრებაზე მისვლამდე ყოველთვის მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რაც
დამატებითი ბონუსია თქვენთვის.

კომენტარები
mpn
მოწონება