Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები

მარშალ პრესი 14/12/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი მიიღო, მაგრამ ქართველმა ხალხმა – დადებითი პასუხი.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიზანმიმართულად მავნებლურ პოლიტიკას ეწევა.

„ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელთანაც ევროკავშირმა:

ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა;
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი;
ვიზალიბერალიზაციას გაუღო კარი;
რომელმაც ევროინტეგრაციის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ჩანაწერში გააფორმა;
რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარეს;
რომელსაც ხვალ EU წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ…

…აი, ამ ხელისუფლებას ეუბნებიან „უარს“, ხოლო სალომეს მიერ შეკერილი დროშის ქვეშ დათვალეს თუ არა 467 „შინევროპელი“ – აი, იმ „ქართველი ხალხის“ გამო დაგვაფასეს თურმე.

აი, ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. ჩინურ თემას მიაწექ, თინაა, ეგ უფრო „კარგად“ გამოგდის“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ – გიორგი ვაშაძე (ვიდეო)
Next: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.