Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ინგა გრიგოლიას და ვიკა ბუკიას არ ესმით პრემიერის განცხადება ოჯახურ ფასეულობებზე, ქართველობაზე, ტრადიციებსა და ღირებულებებზე (ვიდეო)

მარშალ პრესი 14/12/2023
5054-640x323

ინგა გრიგოლიასა და ვიკა ბუკიასთვის გაუგებარია პრემიერის განცხადება ოჯახურ ფასეულობებზე, ქართველობაზე, ტრადიციებსა და ღირებულებებზე.

ამის შესახებ მათ საკუთარ გადაცემაში განაცხადეს, როდესაც გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.

“რა არის ეს? რომ ახალგაზრდებში უნდა გავააქტიუროთ და შემოვიტანოთ ტრადიციების,  ოჯახური ფასეულობების, რაღაც ქართველობის ღირებულებები, რით ხსნი ამ ყველაფერს და შენ შვილს, მის მეგობრებს რა რეაქცია ექნებათ, როცა ამ ტიპის განცხადებებს მოისმენენ ხელისუფლისგან? – მიმართა გრიგოლიამ მის კოლეგა ვიკა ბუკიას, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილების თაობას არ ესმით ის ენა, რითაც მათ “ქართული ოცნება” ესაუბრება, როდესაც ოჯახურ ფასეულობებსა და ქართველობაზე ესაუბრებიან.

ბუკიას თქმით, მისი შვილების თაობას სურს სწავლა და არა ყალბი სადღეგრძელოების მოსმენა.

“ეს გაუგებარი ენაა ჩემი შვილის თაობისთვის. მათ საერთოდ არ ესმით, მე მგონია, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ ესმით, თუ რაზე ესაუბრებიან მათ. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ და საერთოდ არ მინდა რომ მსგავსი, ყალბი პროპაგანდის მსხვერპლები გახდნენ, ამიტომ, ეს ენა მათთვის გაუგებარია, განსაკუთრებით მარტის მოვლენების დროს გამოჩნდა და რატომ ვერ გაიგო ხელისუფლებამ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ახალგაზრდებს უნდათ სწავლა, განვითარება, ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი და  ამის ნაცვლად ისევ სადღეგრძელოებს სთავაზობენ”– განაცხადა ვიკა ბუკიამ.

 

 

Post navigation

Previous: მარგველაშვილი ხელებს ასავსავებს და უარს ამბობს ხელი მოაწეროს დოკუმენტს ევროკავშირზე მანამ, სანამ სააკაშვილის ხელმოწერასაც არ დაინახავს
Next: ნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ – გიორგი ვაშაძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.