IMG.GE IMG.GE

„როდესაც ისინი საქმეში ერთვებიან, ძირითადად, ეს არის პოლიტიკური ცირკი, პარლამენტის შაპიტოსთვის დამსგავსების მცდელობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პარლამენტში გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშზე დაუსვეს შეკითხვა.

„ვფიქრობ, ოპოზიციას საშუალება ექნება, დასვას შეკითხვები, იმსჯელოს, მაგრამ უკვე გადავეჩვიეთ იმას, რომ კამათი იქნება ჯანსაღი. როდესაც ისინი საქმეში ერთვებიან, ძირითადად ეს არის პოლიტიკური ცირკი, პარლამენტის შაპიტოსთვის დამსგავსების მცდელობა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მეცხრე მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს. დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და მიღება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება