IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ხელვაჩაურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ შუა მახინჯაურის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობის უმრავლესობამ შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობას მიანიჭა უპირატესობა. შეხვედრაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებთან ერთად სოფელში არსებული სხვა პრობელემური საკითხებიც იქნა განხილული.

კომენტარის დატოვება
IMG.GE