თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. თბილისის მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო ბურძენიძემ დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. დისკუსიის ფორმატში საუბარი შეეხებოდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობასა და ამ საკითხში თვითმმართველობის როლს. თბილისის მერია 2018 წლიდან უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველო” და კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფის” წევრები და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – თბილისის დაწესებულების უფროსი, ინდირა რობაქიძე.
