დიდუბის რაიონის გამგეობამ, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მირცხულავას ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. მირცხულავას ქუჩის N3ა-სა და 3ბ-ში საერთო სარგებლობის სადარბაზოს კიბეებისა და კარის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 29 282 ლარი შეადგინა. გამგეობამ მიმდინარე წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები 21 მისამართზე განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, 4 მისამართზე კიბეებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო სადარბაზოს კარი და თბილისური ტიპის ეზოების ჭიშკარი 17 მისამართზე გაკეთდა. სამუშაოებისთვის ჯამში 189 943 ლარი დაიხარჯა.
