დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის ასფალტის საფარი სამ მისამართზე მოწესრიგდა. აკაკი წერეთლის გამზირის N72-ში, ბაქრაძის ქუჩის N4-სა და დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ 3400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყო. ამასთან, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-8, მე-13, მე-14 და მე-15 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს.
