IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა წეროსხევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები.

ასევე, დაწყებულია ვერეს ხეობაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა, რომლის შემდგომ დაგეგმილია ტაძრის აღდგენა. არსებული სახელოვნებათმცოდენეო კვლევებით მე-8-მე-9 საუკუნეების ეკლესიაა. თუმცა გაწმენდის პროცესში კვლევებმა გამოკვეთა ტაძრის სტრუქტურაში მე5-მე-6 საუკუნეების მცირე ეკლესიის ნაშთებიც.

ატენის ხეობის ისტორიული ძეგლები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაათვალიერეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება