Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბინძურმა ექსპერიმენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა და აჰა, სახეზეა ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელის პოტენციური მკვლელობა ეამაყება

მარშალ პრესი 12/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლების სისტემის შედეგს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „სამწუხაროდ, ამ ბინძურმა ექსპერიმენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა და აჰა, სახეზეა ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელის პოტენციური მკვლელობა ეამაყება!“

„ერთი ყოფილი პროკურორი, განათლების მინისტრი და უბრალოდ, პოსტ-რევოლუციური ახალი, გენმოდიფიცირებული ადამიანის შექმნის ინიციატორი იყო…
აი, მეორე კი, ის გენმოდიფიცირებული ახალი ადამიანია, რომელსაც ჯერ შეუძლია პოლიციელი ცოცხლად დაწვას და მერე, ამ ბარბაროსობაზე იღლიცინოს…

პირველი მისტირის, განათლების იმ სისტემას, რომელსაც კონვეიერული მეთოდით უნდა ეჩეკა, ლიბერალ-ფაშისტები და შემდეგ ამ ახალი თაობით უნდა მომხდარიყო ახალი გენმოდიფიცირებული ისტორიის დაწერა, სადაც ყველაფერი ქართული და ეროვნული, სახელმწიფოებრივი და მორალური, იქნებოდა გლობალურ კონიუნქტურასა და გენდერულ-თეორიებს დაქვემდებარებული.

თუმცა, 2012 წელს, სულზე მოუსწრო ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილებამ და საუკუნის დანაშაულებრივი ექსპერიმენტი „ვარდების რევოლუციის ადამიანი” შეაჩერა. 10 წლის თავზე კი, პრემიერის ინიციატივით შეიქმნა განათლების სისტემის ეროვნულ პლატფორმაზე გადაყვანისა და ლომაია-გვარამიას ექსპერიმენტის საბოლოოდ დასრულების გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ამ ბინძურმა ექსპერიმენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა და აჰა, სახეზეა ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელის პოტენციური მკვლელობა ეამაყება!“ – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას – პრემიერის სიტყვა
Next: ოპოზიცია ყოველდღე რომ დადიოდა ევროპაში და ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩასულიყვნენ და ეთქვათ, რომ არ გვჭირდება ეს კანონი და არ მივიღებდით მას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.