როდის სჯობს ავტოსესხის აღება

54
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თანამედროვე რეალობაში, როცა ჩვენი კომფორტი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და
ყველაფერს ვაკეთებთ იმის დასაკმაყოფილებლად, რაც გვინდა, ავტომობილი კი ისაა,
რაც ყველას აუცილებლად გვინდა. საკუთარი მანქანა ყოველთვის ზრდის
შესაძლებლობებს, ქმნის კომფორტს და აჩენს დამოუკიდებლობის გრძნობას, მისი
პირველად შეძენის გრძობა კი ცხოვრების ბოლომდე გვახსოვს. როგორც წესი, პირველი
ავტომობილის შეძენა ყოველთვის სხვადასხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული,
თუმცა რისკის აღება ყოველთვის ნამდვილად ღირს.
ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკმაოდ დიდი კომფორტია, როდესაც საკუთარი მანქანა
გყავს, თუმცა შეიძლება კონკრეტულ ეტაპზე მისი შეძენის შესაძლებლობა არ გვონდეს.
ამისდა გამო, არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის შეთავაზება თუ მოსმახურება,
რომელიც ადამიანებს თანხის დროებით სესხებას სხვადასხვა ბენეფიტებით სთავაზობს.
არჩევანი ნამდვილად დიდია, თუმცა სესხები არსებობს კონკრეტულ საჭიროებებზე
მორგებულიც – როგორიცაა ავტოსესხი, რომლის მთავარი მახასიათებელი მისი
მიზნობრიობაა. მისი მიღება მხოლოდ ავტომობილის შეძენისასაა შესაძლებელი,
პირობები კი მაქსიმალურად თქვენზეა მორგებული, ვინაიდან ბანკისა თუ საფინანსო
ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია აღებული ვალდებულების დაფარვა შეძლოთ,
ამიტომ ასეთი ტიპის ხელშეკრულების დადებისას მოლაპარაკება სრულიად
შესაძლებელია.
ავტოსესხით სარგებლობა მომგებიანი და კომფორტულია, მისი აღების პროცედურა კი
მაქსიმალურადაა გამარტივებული. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ,
კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე ფილიალში სტუმრობის დროსაც, დამტკიცებას კი
საშუალოდ მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება. ავტოსესხი სხვა სესხებისგან, ასევე
გამოირჩევა საპროცენტო პირობებით, ვინაიდან მისი უზრუნველყოფა ხდება
ავტომობილის გირავნობით, მართვის უფლება კი, რა თქმა უნდა, თქვენ გრჩებათ.
კრედიტის მიზნობრიობიდან გამომდინარე ის გრძელვადიანია, რომელიც მაქსიმალურად
კომფორტულადაა გადანაწილებული.
ავტოსესხისა თუ სხვა ნებისმიერი კრედიტის აღებამდე აუცილებლად გაეცანით
სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებებს, განიხილეთ თითოეული მათგანი და აირჩიეთ
ყველაზე მოსახერხებელი პირობებით. შესაძლებელია საკუთარი პირობების შეთავაზებაც
და საერთო შეთანხმებამდე მისვლაც. ავტოსესხის აღება შესაძლებელია მხოლოდ მას
შემდეგ, რაც სასურველ ავტომობილს უკვე შეარჩევთ და გექნებათ შესაბამისი
ინფორმაცია მის შესახებ. გაითვალისწინეთ, სესხის განაცხადის შევსებისთვის
აუცილებელია თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ავტომობილის
ტექნიკური პასპორტი.
სხვადასხვა ბანეკბსა თუ სასესხო ორგანიზაციებში პირობები შესაძლია განსხვავებული
იყოს, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რაც ყველა მათგანზე ვრცელდება. ავტომობილის
გამოშვების წელზე უმეტესად ერთი შეზღუდვა მოქმედებს – უმეტესად გამოშვების

წლის მინიმალური ზღვარი 1995 წელია. ავტოსესხით სარგებლობა შესაძლებელია 21
წლიდან, თუმცა ზოგიერთ კომპანიაში შესაძლებელია 20 წლის ადამიანსაც
დაუკმაყოფილონ განაცხადი. იმისათვის, რომ თქვენი განაცხადი ავტოსესხზე
დაკმაყოფილდეს, აუცილებელია გქონდეთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და
გქონდეთ შესაძლებლობა ვალდებულა დაფაროთ კონკრეტულ პერიოდში. ავტოსესხის
ასაღებად აუცილებელი არ არის მესამე პირი, ვინც თავდებში ჩაგიდგებათ.
სესხის მოცულობას ავტოექსპერტი ადგენს, რომელიც აფასებს ავტომობილის
წლოვანებას, მარკასა და მდგომარეობას. სესხის დამტკიცებისას ყურადღება მიაქციეთ
გადახდის გრაფიკს, დარწმუნდით, რომ თქვენთვის მისაღები და კომფორტულია,
ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველი ხარვეზები
შეგექმნათ. ასევე, დაითვალეთ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა რამდენად
მისაღებია თქვენთვის, რათა უზუსტობები თავიდან სრულად აიცილოთ. ყველაფერთან
ერთად დასვით კითხვები თუ რაიმე ბუნდოვანი იქნება და აუცილებლად მაქსიმალური
ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება