“სააკაშვილი პუტინის ტყვეობაშია ახლა, მაგრამ მას პარტიაში იმდენი ავტორიტეტი აქვს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები და ძირითადი ხაზი განსაზღვროს. მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. ვისაც გინდათ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, უნდა იყოთ სააკაშვილის გვერდით, სხვა ყველაფერი განწირულია პოლიტიკური განულებისკენ. ნუ დაადგებით გიგა ბოკერიას გზას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 11 დეკემბერს პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას.
