IMG.GE IMG.GE

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს დახურავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს კანონპროექტები აქვს დასამტკიცებელი, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკავაძემ განაცხადა, საგაზაფხულო სესია მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო ერთ-ერთი გამორჩეული.

„საგაზაფხულო სესია იყო ძალიან დინამიური. ჩვენ ბევრი კანონპროექტი განვიხილეთ. მივიღეთ ახალი კანონები, დადგენილებები, შეთანხმების რატიფიცირება გავაკეთეთ, მოვუსმინეთ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრი უკვე მესამედ მოდის პარლამენტში. პოლიტიკურად ეს იყო ძალიან აქტიური სესია და რაც მთავარია, ის დასრულდება ძალიან პოზიტიური შედეგით, როგორიც არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. ვფიქრობ, თავისი შედეგებიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სესია მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო ერთ-ერთი გამორჩეული”,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება