Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

პარტია „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

მარშალ პრესი 03/05/2022
ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ წევრის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები გამართეს გადაწყვიტეს, რომ ის და ალეკო ელისაშვილი კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.

„ამ შემთხვევაში, კომისიის შექმნა ერთი კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი და ინტერესია. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს შემოტანილი პარლამენტში და ამაზე იყოს აწყობილი მომავალი სამი, თუ ექვსი თვის საპარლამენტო საქმიანობა. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, მათი პოზიცია გასაგებია, რადგან ცდილობენ, ოჯახის წევრი საპატიმროდან დაიხსნან, იქ ყოფნა შეუმსუბუქონ, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პოლიტიკური მღელვარება მოჰყვეს. არ მგონია, იმ აქციებს, რომელსაც ოჯახი აანონსებს, შეუერთდეს იმ რაოდენობის ადამიანი, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიონ. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ ქუჩის აქციებით გამოიწვიონ პოლიტიკური ცვლილებები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
Next: “მთავარი არხი”-ს წამყვანისა და ნიკა მელიას დაძაბული საუბარი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.