Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას

მარშალ პრესი 10/12/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია.

“ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას.

ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას და მუდმივად ზრუნავს ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე.

ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად; ემსახურება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფოს მიერ; უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას.

სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე (2024-2026 წწ). ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით და სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა გაგრძელდება სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპზეც.

ჩვენი მთავრობა მუდმივად ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც გულისხმობს სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას.

ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს.

ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან – ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ეს გზა დღითიდღე გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან – საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ზეგ, ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს დაავალდებულოს FARA-ს ანალოგი კანონის მიღება. მე ნაკლებად მაღელვებს, რა ნამუსით გააკეთებენ ამას ევროკავშირის ის ელჩები, რომლებიც 7-8 მარტის აქციების „მოლოტოვის” კოქტეილების „თანამსროლელთა” როლში ვიხილეთ
Next: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.