Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს

მარშალ პრესი 10/12/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

ექსპერტის თქმით, ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ, რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე.

„მარში, მარში, მარში…ევროპული მარში…ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა…თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: „დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“…მამის უკანალში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის მოსურნე უამრავ ქართველ ხალხს“-ისე უწოდებენ მთავარსარდალს, სააკაშვილსა და ზურაბიშვილს, თითქოს ვერ ითვლიან რამდენ ბრძოლაში წარუძღვა ან ერთი ან მეორე ქართულ ჯარს მტრებისგან ძირძველი მიწების გამოსახსნელად…პრეზიდენტად წოდებულ, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ იმპიჩმენტ დადგენილი, ქართული პოლიტიკის გამსკდარი ფურუნკული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი (თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ასე იძახოდა მაგალითად რუსეთის ბაზების შესახებ); სააკაშვილის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ლომჯარია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავზე ბომბების ცვენას ნატრულობდა… ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ქართულისა და საქართველოს არ მცოდნე, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე…სალომე ფარისეველი კი ურცხვად იდგა და ასე კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალის“ მიერ ნათქვამმა და ჩვენმა პოზიციამ ერთგვარი ყინულმჭრელის როლი შეასრულა და ძალიან ბევრი რამ შეცვალა
Next: თუ აქამდე იყო ტენდენცია, რომ ყველას უნდა ეძახა უკრაინა იმარჯვებს, დღეს შეინიშნება საპირისპირო განწყობა და ეს ცუდია უკრაინისა და მისი ჯარის სულისკვეთებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.