Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეგ დროშა ხელისუფლებამ შეგაკერინათ. თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით

მარშალ პრესი 09/12/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დღეს თბილისში გამართულ მსვლელობას. მისი აზრით, საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის გაპიარებისთვის დასავლეთის მედიასაშუალებებში კოლოსალურ თანხას დახარჯავდნენ ოპოზიციის ოლიგარქები და მათი ლობისტები უცხოეთში. რა ქნან, აღარ იციან, როგორ ცდილობენ, რომ არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში სტატუსის მოპოვების საკითხში. მინდა მივმართო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის დროშას ამაყად აფრიალებდნენ – ეგ დროშა ხელისუფლებამ შეგაკერინათ.

თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით. რაც შეეხება იმას, რომ ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა. იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილის ამერიკულ ვოიაჟში მურმან დუმბაძეც გაიყოლეს
Next: დაახლოებით ხუთასკაციან მსვლელობას რიყეზე მართავს ძალა, რომელიც საკუთარი მონაწილეობის გარეშე ცდილობს ჩაერთოს უკვე მიღწეული წარმატების საქმეში და დაიბრალოს იგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.