ზურა ჯაფარიძე არ ასახელებს იმ ადამიანებს, ვინც საიტ Mona.ge-ზე ადამიანების “გაშავებაზე” მუშაობენ. ამის შესახებ მან 8 დეკემბერს, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვაში ისაუბრა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების გამოქვეყნება მათ საიტზე და ვინ ადგენს მათ სტატუსს.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ არ დაასახელებს იმ ადამიანების შემადგენლობას, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, რადგან დარტყმის ქვეშ მოექცევიან საზოგადოების მხრიდან.
