Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს

მარშალ პრესი 08/12/2023
408134995_919702236187242_3332008792552926775_n

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან, გიორგი ვოლსკისთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა.

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ირაკლი კობახიძემ ჯუდიტ ვარგას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით 14/15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად გაფორმებაში აისახება.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

Post navigation

Previous: ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ომის გარეშე, საკუთარი ღირსების დაცვით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ამ სტატუსს
Next: ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი, თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.