ემანდ, ფრთხილად – მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს მიმართავს

806
წაკითხვა/ნახვა
mpn

ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“, – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს, რომელმაც განაცხადა: „დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა, არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს, ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში, იქიდან მობრუნება რომ დაიწყონ“.

„იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედაეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები
mpn
მოწონება