Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებითო – შევიდა პარლამენტში, მერე თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც

მარშალ პრესი 08/12/2023
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას წასვლას გადაცემაში “იმედი LIVE” გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია.

“აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით – შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია
Next: საქართველოს ეს დაუძინებელი კი არა, მარად მღვიძარე მტერი, ეველინ ფარკასი [მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი] ჩვენი ნაცსექტის ერთ-ერთი ძირითადი მეკავშირე და იდეოლოგია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.