“მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”– წერს ამერიკიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
“ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და IDU პრეზიდენტისთვის. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან პარტნიორი პარტიების ლიდერებთან გვქონოდა საქმიანი კომუნიკაცია.”- წერს ხაბეიშვილი.
