„მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში, – განაცხადა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
“ახლა მაქვს ორი არჩევანი – ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები“, – აღნიშნა მელიამ.
