Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საფრთხე ჩვენ სამშობლოს, საქართველოს ემუქრება – გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

მარშალ პრესი 07/12/2023
გია ცაგარეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მთლიანად ხაზის გადასმა იმისთვის, რაც ზურაბიშვილს უკეთებია მას შემდეგ, რაც ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველა მანქანის გამოყენებით უნდა ხელისუფლებაში მობრუნება.

„რა თქმა უნდა, ეს [სააკაშვილის შესაძლო შეწყალება] პრობლემებს შექმნის, რადგან სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველა მანქანის გამოყენებით უნდა ხელისუფლებაში მობრუნება. რაც მთავარია, მან ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება ქვეყნის სათავეში. არსებობს მეორე, არა არჩევნების გზა, ხელისუფლების დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების, საშინელი და სასტიკი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობის“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში საფრთხე ამ ქვეყნის მომავალს ემუქრება.

„საფრთხე ჩვენ სამშობლოს, საქართველოს ემუქრება. აქ პრობლემაა ხვალინდელი დღე როგორი გათენდება ჩვენთვის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციურობის გარანტი იყოს ამ ქვეყანაში და სამოქალაქო მშვიდობის, თუ ასეთ წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას [მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება] მიიღებს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ლეიბორისტებს ოფისში ტელევიზორი გადაეწვათ, თიბის ბანკმა კი შალვა ნათელაშვილს განვადებაზე უარი უთხრა
Next: ღირსეულმა საზოგადოებამ ასეთ თვითმარქვია ლიდერებს უნდა შეუქმნას მორალური დისკომფორტი – ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.