ლევან ხაბეიშვილი და ზურა ჭიაბერაშვილი ამერიკაში შეხვდნენ კაცს, რომელიც 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარებულ პრაიმერში დამარცხებული კანდიდატის, ტედ კრუზის სპიკერი იყო.
ამის შესახებ თავად ხაბეიშვილი იუწყება და ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ამერიკაში აგროვებენ თანამოაზრეებს, რომლებიც “ქართული ოცნების” დამარცხებაში დაეხმარებიან.
“რონ ნერინგი, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, არის სტრატეგი და კომუნიკაციების ექსპერტი, რომელიც ეროვნული სპიკერი იყო 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში. დეკემბერში, ნერინგი საქართველოში გვესტუმრება
რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მოკავშირეები გვჭირდება – ძალიან ბევრი გვყავს და ბევრსაც შევიძენთ”- წერს ლევან ხაბეიშვილი.
