Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, შემდეგ სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია

მარშალ პრესი 06/12/2023
შალვა პაპუაშვილი

ნათქვამია, „ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია, სულსა გულსა“. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს, ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა გიორგი გახარიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია.

„სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს, თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გადაიღოს ევროკავშირის მიდგომები და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები, ასევე ჩანდეს, რომ პროგრესი როდესაც იქნება, ამას გადაწყვეტილებები მოჰყვება
Next: დღეს ჩვენ ვართ მაყურებლები იმ ხალხის, ვინც გუშინ ჩვენი ლანძღვით რეიტინგს იმაღლებდა, დღეს კი კულისებიდან ვეღარ გამოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.